ძალაში: 18 სექტემბერი 2023
ცვლილებების შეჯამება
ქვემოთ მოცემული აჯამებს Ancestry-ის კონფიდენციალურობის დებულებაში უახლეს ცვლილებებს და იმას, თუ როგორ შეიძლება იმოქმედოს ცვლილებებმა თქვენზე. კერძოდ:
- ჩვენ დავამატეთ ფორმულირება კალიფორნიის კონფიდენციალურობის დაცვის უფლების შესახებ კანონის („CPRA“), ვირჯინიის მომხმარებელთა მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის („VCDPA“), აშშ-ის სხვა კანონებისა და რეგულაციების და ბრაზილიის მონაცემთა დაცვის ზოგადი კანონის („LGPD“) მოთხოვნებთან უკეთ შესაბამისობისთვის;
- ჩვენ შევიტანეთ Forces War Records, ჩვენი საერთაშორისო სამხედრო ისტორიის ბრენდი, Ancestry-ს კონფიდენციალურობის დებულებაში;
- ჩვენ განვაცხადეთ, რომ ახლა ვაგროვებთ დაბადების თარიღს და არა დაბადების წელს, AncestryDNA სატესტო კომპლექტის რეგისტრაციისთვის, რაც დაგვეხმარება ანგარიშებზე საკუთრების უფლების სათანადოდ მინიჭებაში; და
- კონფიდენციალურობის დებულებაში ცვლილებები შევიტანეთ გამჭვირვალობისა და კითხვადობის გასაუმჯობესებლად.
Ancestry-ში თქვენი კონფიდენციალურობა უმთავრესი პრიორიტეტია. Ancestry-ს მიზანია იყოს თქვენი პერსონალური ინფორმაციის (განსაზღვრულია ქვემოთ) კარგი განმკარგველი, პასუხისმგებლობით მოეკიდოს მას და დაიცვას ის ადმინისტრაციული, ტექნიკური, ორგანიზაციული და ფიზიკური ზომებით.
როდესაც საქმე ეხება თქვენს მონაცემებს, ჩვენ ვიღწვით, რომ ვიყოთ გულწრფელები, პირდაპირები და გამჭვირვალენი. ამასთან დაკავშირებით, Ancestry მიჰყვება სამ სახელმძღვანელო პრინციპს:
- გამჭვირვალობა. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, რომ ვიმოქმედოდ გამჭირვალედ იმასთან მიმართებაში, თუ რა პერსონალურ ინფორმაციას ვაგროვებთ და ვამუშავებთ.
- სიმარტივე. ჩვენ ვცდილობთ გამოვიყენოთ ადვილად გასაგები ენა ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის აღსაწერად, რათა დაგეხმაროთ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში.
- კონტროლი. ჩვენ გაძლევთ კონტროლს თქვენ მიერ მოწოდებულ პერსონალურ ინფორმაციაზე, მათ შორის, თქვენი დნმ-ის მონაცემები (განსაზღვრულია ქვემოთ) და ასევე იმაზე, თუ როგორ გამოიყენება, გადაეცემა და ინახება ისინი.
როდესაც სარგებლობთ ჩვენი სერვისებით
თქვენ ყოველთვის ინარჩუნებთ კონტროლს თქვენს ბიოლოგიურ ნიმუშებზე და დნმ-ის მონაცემებზე და შეგიძლიათ მართოთ და წაშალოთ ისინი, როგორც აღწერილია წინამდებარე კონფიდენციალურობის დებულებაში. ჩვენი სერვისებით სარგებლობისას შეიძლება აღმოაჩინოთ მოულოდნელი ფაქტები საკუთარ თავზე ან თქვენს ოჯახზე. როდესაც აღმოჩენები გაკეთდება, ჩვენ ვერ გავაუქმებთ მათ.
ეს კონფიდენციალურობის წინამდებარე დებულება მოიცავს Ancestry-ის ყველა ვებგვერდს, სერვისს და მობილურ აპლიკაციას, რომლებიც შეიცავს ბმულს ამ კონფიდენციალურობის დებულებაზე, მათ შორის: Ancestry®, AncestryDNA®, Fold3®, Newspapers.com™, Archives®, We Remember®, Forces War Records და Find a Grave®. ამ კონფიდენციალურობის დებულების ფარგლებში ამ ვებსაიტებს, მომსახურებებსა და მობილურ აპებს „Ancestry“-ს სახით მოვიხსენიებთ.
აშშ მომხმარებლები. აშშ-ს მცხოვრების კონფიდენციალურობის დამატებითი დებულება ქვემოთ შეიცავს დამატებით დეტალებს აშშ-ის მცხოვრებთათვის კალიფორნიაში, კოლორადოში, კონექტიკუტში, იუტაში და ვირჯინიაში.
არა-აშშ მომხმარებლები. Ancestry Ireland Unlimited Company არის თქვენი პერსონალური ინფორმაციის მაკონტროლებელი და ნაწილი 8 შეიცავს ინფორმაციას თქვენს უფლებებზე.
სარჩევი
ვებგვერდის, მობილური აპლიკაციებისა და სერვისების უზრუნველსაყოფად და გასაუმჯობესებლად (ერთობლივად „სერვისები”), ჩვენ ვაგროვებთ, ვამუშავებთ და ვინახავთ „"პერსონალურ ინფორმაციას",” რომელიც არის ინფორმაცია, რომელსაც შეუძლია თქვენი იდენტიფიცირება პირდაპირ ან ირიბად, როგორც შემდგომ აღწერილია ნაწილში 3. პერსონალური ინფორმაცია მოიცავს თქვენს სახელს, ელექტრონულ ფოსტას, მისამართს ან ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება გონივრულად უკავშირდებოდეს თქვენ, მათ შორის თქვენს გენეტიკურ ინფორმაციას. წინამდებარე კონფიდენციალურობის დებულება აღწერს ჩვენს პრაქტიკას თქვენი პერსონალური ინფორმაციის შეგროვების, შენახვისა და დამუშავების შესახებ და ასევე კონტროლის საშუალებას, რომელსაც ჩვენ გაწვდით მის სამართავად ჩვენს სერვისებში, მათ შორის შედავების უფლება დამუშავების ზოგიერთ სახეზე. ეს კონფიდენციალურობის დებულება მოიცავს ჩვენი ქუქი-ფაილების პოლიტიკას, რომელიც აღწერს ჩვენ მიერ ბრაუზერის ქუქი-ფაილების და მსგავსი თვალთვალის ტექნოლოგიების გამოყენებას.
ინფორმაცია გარდაცვლილი პირების შესახებ არ წარმოადგენს პერსონალურ ინფორმაციას წინამდებარე კონფიდენციალურობის დებულების შესაბამისად.
2. ანგარიშის შექმნა და თქვენი ჩართულობა Ancestry-ის სერვისებში
როდესაც თქვენ ქმნით ანგარიშს Ancestry-ზე, ჩვენ შევაგროვებთ, დავამუშავებთ და გავაზიარებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას (თქვენი გენეტიკური ინფორმაციის ჩათვლით, თუ თქვენ ჩაგიტარდათ AncestryDNA-ის ტესტი), როგორც ეს აღწერილია წინამდებარე კონფიდენციალურობის დებულებაში.
3. რა პერსონალურ ინფორმაციას აგროვებს თქვენგან Ancestry?
პერსონალური ინფორმაციის ტიპები რომლებსაც ჩვენ ვიღებთ და ვაგროვებთ თქვენთან, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იყენებთ მომსახურებას. ჩვენ მოვითხოვთ ანგარიშის გარკვეულ ინფორმაციას, რათა მოგაწოდოთ მომსახურება ჩვენი Ancestry-ს წესებისა და პირობების შესაბამისად და ამის გარეშე ჩვენ ვერ მოგაწვდით ჩვენს მომსახურებას.
ინფორმაციის კატეგორია | აღწერა |
---|---|
ანგარიშის ინფორმაცია |
|
საკრედიტო ბარათის/გადახდის ინფორმაცია | გადახდის ინფორმაცია, როგორიცაა თქვენი საკრედიტო ბარათის ნომერი და თქვენი გადახდის და მიწოდების მისამართ(ებ)ი, როდესაც თქვენ რეგისტრირდებით უფასო საცდელ ვერსიაზე ან აკეთებთ შენაძენს, როგორიცაა Ancestry-ის გამოწერა ან AncestryDNA-ის სატესტო კომპლექტი. |
AncestryDNA სატესტო კომპლექტის რეგისტრაციის ინფორმაცია | როდესაც თქვენ არეგისტრირებთ AncestryDNA სატესტო კომპლექტს, ჩვენ ვაგროვებთ შემდეგს:
|
პროფილის ინფორმაცია | ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელსაც თქვენ გვაწვდით მომხმარებლის პროფილის შექმნისას (მაგალითად, პროფილის სურათი, თქვენი სახელი, გვარი, ბიოგრაფია, ასაკი, მდებარეობა ან ანგარიშთან გადაბმული მომხარებლები). თქვენი Ancestry-ის მომხმარებლის პროფილის ინფორმაცია ხილულია სხვა მომხმარებლებისთვის (განსაზღვრულია ჩვენს წესებში და პირობებში), ასე რომ, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ამ ინფორმაციის შეზღუდვა და თქვენი რეალური სახელისგან განსხვავებული მომხმარებლის სახელის გამოყენება თქვენი კონფიდენციალურობის დასაცავად. |
თქვენი კონტენტი | ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ ინფორმაციას თქვენ მიერ ნებაყოფლობით შეტანილი კონტენტის მეშვეობით, მათ შორის, გენეალოგიური ხეები, ფოტოები, აუდიო/ვიდეო ჩანაწერები, ისტორიები, ჩანაწერების ანოტაციები, კომენტარები, შეტყობინებები და Ancestry-თვის მოწოდებული უკუკავშირი. |
გენეტიკური ინფორმაცია | ჩვენს პარტნიორ ლაბორატორიებში ჩვენ ვიღებთ თქვენს დნმ-ს თქვენი ნერწყვიდან და გარდაქმნით მას მანქანისთვის წაკითხვად ბიომეტრიულ მონაცემებად („დნმ-ის მონაცემები”), რომლებსაც ვამუშავებთ, რათა მოგაწოდოთ ეთნიკური კუთვნილების შეფასების და Genetic Communities®-ის შესახებ მოსაზრებები. ჩვენ ასევე ვამუშავებთ თქვენს დნმ-ის მონაცემებს, რათა მოგაწოდოთ ინფორმაცია თქვენი ნათესაობის ხარისხის შესახებ სხვა მომხმარებლებთან, რომლებიც არიან ჩვენს დნმ-ის მონაცემთა ბაზაში და ზოგიერთ გენეტიკურ მარკერებს, რომლებიც დაკავშირებულია გარკვეულ ბიოლოგიურ, ფიზიოლოგიურ ან ქცევით მახასიათებლებთან ან სხვა მახასიათებლებთან, როგორიცაა თმის სისქე და თვალის ფერი ან პრეფერენციებთან და კარგად ყოფნასთან დაკავშირებული მახასიათებლებლები. თქვენი დნმ-ის მონაცემები და მისგან მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია, როგორიცაა ეთნიკური შეფასებები, Genetic Communities შეთავაზებები, თვისებები და გენეტიკური ნათესაობის შესატყვისები, წარმოადგენს პერსონალურ ინფორმაციას და მოიხსენიება როგორც „გენეტიკური ინფორმაცია”. თქვენი ნიმუში და აღებული დნმ. არც თქვენი ნიმუში, რომელიც მოგვაწოდეთ AncestryDNA სატესტო კომპლექტის გამოყენებით და არც თქვენი ნიმუშიდან აღებული დნმ (ერთად, როგორც „ბიოლოგიური ნიმუშები”) არ წარმოადგენს პერსონალურ ინფორმაციას წინამდებარე კონფიდენციალურობის დებულების შესაბამისად. თქვენ, თქვენი სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაეთანხმოთ თქვენი ბიოლოგიური ნიმუშების შენახვას ჩვენს ბიობანკში მომავალი ტესტირებისთვის. მომავალი ტესტირება და მოკვლევა შეიძლება ჩატარდეს, თუ ეთანხმებით ჩვენს ინფორმირებულ თანხმობას კვლევისთვის ან თუ თანახმობას აძლევთ თქვენ ბიოლოგიურ ნიმუშებზე სხვა ტესტების ჩატარებას. თუ თქვენ არ დათანხმდებით თქვენი ბიოლოგიური ნიმუშების შენახვას, ჩვენ გავანადგურებთ მათ. ნაწილები 8 და 10 აღწერს, თუ როგორ შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი ბიოლოგიური ნიმუშები. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ, რომ Ancestry-მა გაანადგუროს თქვენი ბიოლოგიური ნიმუშები და ამისთვის წევრების სერვისებთან დაკავშირება. ჩვენ შეიძლება გავანადგუროთ ბიოლოგიური ნიმუშები, რომლებიც ჩვენი შეხედულებისამებრ არ აკმაყოფილებენ ხარისხის უზრუნველყოფის მოთხოვნებს. |
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია | Ancestry არ წარმოადგენს იურიდიულ ერთეულს, რომელზეც ვრცელდება კანონი ჯანდაცვის დაზღვევის პორტაბელურობისა და ანგარიშვალდებულების („HIPAA”) შესახებ, და, შედეგად, თქვენ მიერ მოწოდებული რაიმე მონაცემი არ რეგულირდება ან არ არის დაცული HIPAA-ის მიერ. |
თქვენი კომუნიკაციები | ჩვენ ვმასპინძლობთ და ვინახავთ თქვენს კომუნიკაციას სხვა მომხმარებლებთან ჩვენს პლატფორმაზე არსებული კომუნიკაციის ფუნქციების მეშვეობით. ჩვენ ასევე ვაგროვებთ თქვენს ინფორმაციას, როდესაც თქვენ ახდენთ კომუნიკაციას წევრების სერვისებთან და მხარდაჭერის გუნდებთან ჩვენი სხვა სერვისებისთვის, აუდიო და ვიზუალური ინფორმაციის ჩათვლით (როგორიცაა სერვისების წევრების ზარების ჩანაწერები ან ინფორმაცია, რომელიც ნებაყოფლობით არის გაზიარებული მომხმარებელთა ანალიზის კვლევაში მონაწილეობის დროს). |
კონკურსები და აქციები | ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ ინფორმაციას, როდესაც თქვენ ნებაყოფლობით მონაწილეობთ კონკურსებსა და სპეციალურ აქციებში, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ ან სპონსორობას ვუწევთ, რომლის დეტალებიც მოცემულია შესვლისთანავე. |
Find a Grave ფოტოები და ფოტო მოხალისეები | Find a Grave-ის მეშვეობით ჩვენ ვაგროვებთ მეტამონაცემებს, რომლებიც დაკავშირებულია ციფრულ ფოტოსურათებთან, რომლებიც ატვირთულია Find a Grave-ის სერვისში, მათ შორის, ადგილმდებარეობა, თარიღი და დრო, როდესაც ის იყო გადაღებული. თუ აირჩევთ იყოთ ფოტო მოხალისე Find a Grave-თვის, თქვენ მოგვაწოდებთ თქვენს ადგილმდებარეობას, რომელიც შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეცვალოთ ან წაშალოთ. |
დაცული კლასიფიკაციები და მგრძნობიარე მონაცემები | იმის მიხედვით, თუ როგორ იყენებთ მომსახურებას, ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია გარკვეულ დაცულ კლასიფიკაციებთან, როგორიცაა სქესი ან რასობრივი ან ეთნიკური წარმოშობა. მაგალთად, თუ თქვენ ყენებთ AncestryDNA მომსახურებას, ჩვენ ვიყენებთ თქვენს დნმ ნიმუშს ეთნიკური წარმომავლობის შესაფასებლად. სხვა მგრძნობიარე ინფორმაცია, მათ შორის სექსუალური ორიენტაცია, შეიძლება განისაზღვროს იმ მასალით, რომელიც თქვენ ნებაყოფლობით შეგყავთ ამ მომსახურების მიღების დროს. |
Ancestry-ის მიერ დამუშავებული პერსონალური მონაცემების ინფორმაციის მისაღებად, რომელიც ეხება მას, ვინც არ წარმოადგენს Ancestry-ის მომხმარებლებს, გთხოვთ, დააწკაპუნოთ აქ.
4. რა ინფორმაციას აგროვებს Ancestry თქვენ მიერ სერვისების გამოყენების საშუალებით?
ინფორმაციის კატეგორია | აღწერა |
---|---|
ინფორმაცია კომპიუტერისა და მობილური მოწყობილობის შესახებ | Ancestry აგროვებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა სახის წვდომა გაქვთ ჩვენს სერვისებთან, მათ შორის, ვებგვერდებს, რომელსაც ეწვიეთ Ancestry-ის ვებგვერდამდე და მას შემდეგ. ჩვენ ასევე ვაგროვებთ IP მისამართს, სადაც თქვენს კომპიუტერს, მობილურ მოწყობილობას ან პროქსი სერვერს, რომელსაც თქვენ იყენებთ, წვდომა აქვს ინტერნეტთან, სხვა ტექნიკური ინფორმაციასთან ერთად, როგორიცაა:
Ancestry-მა შეიძლება შეაგროვოს გეოლოკაციის ინფორმაცია თქვენი მოწყობილობიდან თქვენი ნებართვით. |
ინფორმაცია ქუქი-ფაილებიდან და მსგავსი ტექნოლოგიებიდან | Ancestry იყენებს ქუქი-ფაილებს და მსგავს ტექნოლოგიებს, ასევე ტექნიკურ ინტეგრაციას მარკეტინგულ და სარეკლამო პარტნიორებთან ერთად, როგორც ეს აღწერილია ჩვენს ქუქი-ფაილების პოლიტიკაში და რომელიც წარმოადგენს ამ კონფიდენციალურობის დებულების ნაწილს. გთხოვთ, გაეცანით ქუქი-ფაილების პოლიტიკას, რათა შეიტყოთ ჩვენი მეთოდებისა და ჩვენ მიერ მოწოდებული კონტროლის საშუალებების შესახებ. |
ინფორმაცია, გაზიარებული სოციალური მედიის ფუნქციების საშუალებით | თუ თქვენ ურთიერთობთ სოციალურ მედიასთან სერვისების მეშვეობით, მაგალითად, „Share”, „Post”, „Tweet”, „Pin” ან „Follow Us”, რომლებიც გაკავშირებენ ისეთ ვებგვერდებთან, როგორიცაა Facebook, Twitter, Pinterest, Instagram და YouTube, Ancestry შეაგროვებს ამ ურთიერთქმედებებს და ნებისმიერ ანგარიშის ინფორმაციას, რომელიც ამ სერვისებმა ჩვენთვის გახადეს ხელმისაწვდომი, გამომდინარე მესამე მხარესთან დადებული თქვენი კონფიდენციალურობის პარამეტრებისა. თქვენი ურთიერთქმედება ამ ფუნქციებთან რეგულირდება შესაბამისი მესამე მხარის კომპანიის კონფიდენციალურობის დებულებით. თქვენ შეიძლება გქონდეთ არჩევანი, Ancestry სერვისებში შეხვიდეთ თქვენი სოციალური ქსელის ანგარიშის გამოყენებით, როგორიცაა Google ან Apple ანგარიში. სადაც თქვენ გასცემთ შესაბამის ნებართვას, ჩვენ მივიღებთ თქვენ შესახებ ინფორმაციას თქვენი სოციალური ქსელის ანგარიშიდან, რომელსაც Ancestry გამოიყენებს თქვენი ანგარიშის შესაქმნელად და თქვენი პროფილის შესაქმნელად, როგორიცაა თქვენი სახელი, ელფოსტის მისამართი და პროფილის ფოტო. |
ინფორმაცია სერვისების თქვენ მიერ გამოყენების შესახებ | ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენი სერვისების გამოყენების შესახებ, მაგალითად, როდესაც თქვენ ეძებთ ან იღებთ წვდომას ჩანაწერებზე ან საჯარო გენეალოგიურ ხეებზე, რომელ გვერდებსაც ხედავთ, ბმულებს, რომლებზეც აწკაპუნებთ, ან როცა ხალხს ამატებთ თქვენს ხეს და ა.შ., რაც შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი, როგორც მომხმარებლის, და თქვენი ინტერესების შესახებ მონაცემების მისაღებად უკეთესი გამოცდილების უზრუნველსაყოფად, მაგალითად, საძიებო მინიშნებების მეშვეობით. |
5. Iინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ სხვა წყაროებიდან
ინფორმაციის კატეგორია | გამოიყენეთ აღწერა |
---|---|
ინფორმაცია საჯარო და ისტორიული ჩანაწერებიდან | Ancestry აგროვებს ჩანაწერებს სხვადასხვა წყაროებიდან, ჩვეულებრივ, ოფიციალური ჩანაწერების წყაროებიდან, მათ შორის გაზეთებიდან, ასევე დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების და აღწერის ჩანაწერებიდან, რომლებიც შეიძლება შეიცავდნენ თქვენთან დაკავშირებულ პერსონალურ ინფორმაციას. საჯარო და ისტორიული ჩანაწერები ასევე შეიძლება შეიცავდნენ პერსონალურ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია არა-Ancestry-ის მომხმარებლებთან. ეს ჩანაწერები ჩვეულებრივ ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის, როგორც Ancestry-ის გამოსაწერი სერვისების ნაწილი. |
ინფორმაცია მესამე მხარისგან | ჩვენ ასევე შეიძლება მივიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ მესამე მხარისგან. მაგალითად, ხანდახან ჩვენ შეიძლება შევავსოთ ჩვენ მიერ შეგროვებული მონაცემები იმ ინფორმაციით, რომელიც ლიცენზირებულია მესამე მხარის მიერ, რათა მოვახდინოთ სერვისების და ჩვენი შეთავაზებების პერსონალიზაცია. თუ თქვენ იყიდით საჩუქრის გამოწერას ან AncestryDNA-ის ტესტის კომპლექტს საჩუქრად, ჩვენ შევაგროვებთ პერსონალურ ინფორმაციას, როგორიცაა მიმღების სახელი, მიწოდების მისამართი, ელ.ფოსტის მისამართი და საჩუქრის შესყიდვის დასასრულებლად საჭირო ინფორმაცია და მიმღების შეტყობინა. |
6. როგორ იყენებს Ancestry თქვენს პერსონალურ ინფორმაციას?
ინფორმაციის კატეგორია | გამოიყენეთ აღწერა |
---|---|
ზოგადი პერსონალური ინფორმაცია | ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ჩვენი სერვისების უზრუნველსაყოფად, პერსონალიზებისთვის, გასაუმჯობესებლად, განახლებისა და გაფართოებისთვის. ეს მოიცავს:
|
კომუნიკაციები | ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, რათა კომუნიკაცია დავამყაროთ თქვენთან სერვისების შესახებ, მაგალითად, როდესაც ჩვენ:
|
ბაზარზე არსებული პროდუქტები და შეთავაზებები ჩვენგან ან ჩვენი ბიზნეს პარტნიორებისგან | ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ პერსონალური ინფორმაცია (მაგალითად, დემოგრაფიული ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია მესამე მხარის წყაროებიდან ან Ancestry-ის ნაწილებიდან (პროფილი, ხეები და ა.შ.)) ჩვენი პროდუქტებისა და ჩვენგან ან ჩვენი ბიზნეს პარტნიორებისგან წამოსული შეთავაზებების გასაყიდად. ეს მარკეტინგი მოიცავს რეკლამას თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე. Ancestry არ უზიარებს თქვენს გენეტიკურ ინფორმაციას მესამე მხარის მარკეტოლოგებს, სადაზღვევო კომპანიებს ან დამსაქმებლებს და ჩვენ არ გამოვიყენებთ თქვენს გენეტიკურ ინფორმაციას მარკეტინგისთვის ან პერსონალიზებული რეკლამისთვის თქვენი ცხადი თანხმობის გარეშე. მარკეტინგული მიზნებისთვის, რომლის მიღებაზეც ელფოსთით ან სმს-ით აცხადებთ თანხმობას, თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ ის, თუ როგორ გთავაზობთ მარკეტინგს გამოწერის გაუქმებას იმ ბმულის გამოყენებით, რომელიც არის თქვენ მიერ მიღებულ ნებისმიერ ელფოსტაში, თქვენი კომუნიკაციის პარამეტრების შეცვლით ან მარკეტინგული კომუნიკაციების შესახებ მიღებული ინსტრუქციების შესრულებით. Ancestry-თან დაკავშირებული ბრენდების კონტროლი ხელმისაწვდომია მათი პარამეტრების მეშვეობით და ჩამოთვლილია აქ. მესამე მხარის პლატფორმებზე არსებული გარკვეული პერსონალიზებული რეკლამისთვის, ჩვენ ვეყრდნობით საკუთარ ლეგიტიმურ ინტერესებს, როგორც სამართლებრივ საფუძველს (იხილეთ მე-7 ნაწილი) და თქვენ უნდა აკონტროლოთ თქვენი მარკეტინგული პრეფერენციები უშუალოდ ამ პლატფორმებზე. |
გენეტიკური ინფორმაცია | Ancestry იყენებს თქვენს გენეტიკურ ინფორმაციას შემდეგი მიზნებისთვის:
|
7. რა ინფორმაციას ვაზიარებთ, როდის ვაზიარებთ და ვინ არიან მიმღებები?
Ancestry არ უზიარებს თქვენს ინდივიდუალურ პერსონალურ ინფორმაციას (თქვენი გენეტიკური ინფორმაციის ჩათვლით) მესამე მხარეებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რაც აღწერილია წინამდებარე კონფიდენციალურობის დებულებაში ან თქვენი დამატებითი თანხმობით. ჩვენ ნებაყოფლობით არ ვუზიარებთ თქვენს ინფორმაციას სამართალდამცავ ორგანოებს. ასევე, როგორც უკვე განვმარტეთ, ჩვენ არ გავუზიარებთ თქვენს გენეტიკურ ინფორმაციას სადაზღვევო კომპანიებს, დამსაქმებლებს ან მესამე მხარის მარკეტოლოგებს თქვენი პირდაპირი თანხმობის გარეშე.
Ancestry-ის მიერ აშშ-თან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება შეგიძლიათ ნახოთ აქ.
ქვემოთ აღწერილი გარემოებები ხსნის, როდის შეიძლება მოხდეს გაზიარება:
ისინი, ვისთანაც შეიძლება გაზიარდეს თქვენი ინფორმაცია / გარემოებები, რომლებშიც ხდება გაზიარება | აღწერა |
---|---|
Ancestry-ის კომპანიები | ჩვენ შეიძლება გავაზიაროთ თქვენი ინფორმაცია Ancestry-ის კომპანიების ჯგუფში, მათ შორის Ancestry.com Operations Inc და კომპანიები, რომელიც ჩამოთვლილია აქ („Ancestry-ის კომპანიები”) ჩვენი სერვისების მისაწოდებლად და გასაუმჯობესებლად. ჩვენ გადავცემთ თქვენს პერსონალურ და გენეტიკურ ინფორმაციას Ancestry-ის ირლანდიაში დაფუძნებულ კომპანიასა და Ancestry-ის აშშ-ში დაფუძნებულ კომპანიებს შორის. ამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მე-12 ნაწილი ქვემოთ. |
სხვა მომხმარებლები ან სხვები, ვისთანაც შეგიძლიათ აირჩიოთ გაზიარება | როგორც სერვისების გამოყენების ნაწილი, თქვენ გაქვთ არჩევანი დაამატოთ ან გაუზიაროთ ინფორმაცია სერვისის ყველა მომხმარებელს ან ცალკეულ Ancestry-ის მომხმარებელს და არა-Ancestry-ის მომხმარებლებთან ფუნქციების გაზიარების გზით. ზოგიერთ სერვისში შეიძლება გქონდეთ გაზიარების დამატებითი ვარიანტები, მაგალითად, AncestryDNA (იხილეთ ქვემოთ). ინფორმაცია თქვენს საჯარო პროფილ(ებ)ში ხილულია ყველა სხვა მომხმარებელისთვის, ისევე როგორც საჯარო საოჯახო ხის დეტალები. ნაგულისხმევად, თქვენს ხეზე არსებული ცოცხალი ადამიანების პროფილები ჩანს მხოლოდ თქვენთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ხეს უზიარებთ როგორც „რედაქტორს“ ან რომლებსაც უფლებას აძლევთ იხილონ თქვენი ხის ცოცხალი ადამიანები. ცოცხალი ადამიანების შესახებ სხვა ინფორმაცია შეიძლება ხილული იყოს, მათ შორის, თუ შეტანილია საჯარო მედია გალერეაში, ან თუ აირჩევთ ინფორმაციის გამოქვეყნებას თქვენი ხის გარეთ. თქვენ შეგიძლიათ გააზიაროთ თქვენი აქტივობა იმის მიხედვით, თუ როგორ ურთიერთქმედებთ Ancestr-ს ჩანაწერებთან ან სხვა მომხმარებლის მასალასთან, მაგალითად, თუ წვლილს შეიტანთ სხვა მომხმარებლის გენეალოგიურ ხეში ან კომენტარს გააკეთებთ ჩანაწერზე ან სხვა მომხმარებლის მასალაზე. თუ თქვენი ანგარიშის პარამეტრებიდან „ბოლო მნახველის“ ფუნქცია ჩართულია, შესაძლოა, ვაჩვენოთ ხეების მფლობელებს, რომ მათი ხე მოინახულეთ. თუ თქვენ აირჩევთ დნმ-ის დამთხვევის დათვალიერებას და თქვენი დნმ მეწყვილეების ნახვას, თქვენს დნმ-ის მეწყვილეებს შეუძლიათ ნახონ გარკვეული პერსონალური ინფორმაცია, როგორიცაა თქვენი მომხმარებლის სახელი, როგორ შეიძლება ისინი გენათესავებოდნენ, დაუკავშირეთ თუ არა გენეალოგიური ხე თქვენს დნმ-ს და ყველას ან მხოლოდ. გაზიარებულ (თქვენი სურვილისამებრ) რეგიონებს და Genetic Communities-ს. შეიძლება შემოგთავაზონ სხვა ვარიანტები ნათესავებთან დასაკავშირებლად ან ოჯახური კავშირების შესასწავლად. თქვენ შეგიძლიათ შეადაროთ დნმ-ის სხვა ინფორმაცია, როგორიცაა ეთნიკური რეგიონები, Genetic Communities და მახასიათებლები, თქვენს დნმ მეწყვილეებს. თუ თქვენ აზიარებთ თქვენი ოჯახის ისტორიის ან დნმ-ის გამოცდილების დეტალებს სერვისების გარეთ, ამას აკეთებთ თქვენი რისკის ქვეშ. |
სერვისის მომწოდებლები | ჩვენ ვმუშაობთ სხვა კომპანიებთან სერვისების მიწოდებისა და მარკეტინგის დროს. შედეგად, ამ კომპანიებს ექნებათ წვდომა ან ექნებათ თქვენი ზოგიერთი ინფორმაცია, მათ შორის თქვენი ზოგიერთი პერსონალური ინფორმაცია, მათ სისტემებში. ეს კომპანიები ექვემდებარებიან სახელშეკრულებო ვალდებულებებს, რომლებიც არეგულირებს კონფიდენციალურობას, მონაცემთა უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ეს კომპანიები და პერსონალური ინფორმაცია, რომელზეც მათ შეიძლება ჰქონდეთ წვდომა, მოიცავს ჩვენს:
|
ანალიტიკა და სარეკლამო პარტნიორები | ჩვენ ვმუშაობთ მესამე მხარის პარტნიორებთან ანალიტიკისა და სარეკლამო მიზნებისთვის. გარკვეული პერსონალური ინფორმაციის შეგროვებით და გაზიარებით, ეს ვენდორები გვეხმარებიან უკეთესად მოვახდინოთ რეკლამის პერსონალიზაცია თქვენი ინტერესების შესატყვისად. ის ასევე გვეხმარება, რომ შევაფასოთ სარეკლამო კამპანიების ეფექტურობა და გამოიყენება, რომ მოგაწოდოთ რეკლამა, რომელიც უფრო შესაფერისია თქვენთვის. |
კვლევითი პარტნიორები და დეიდენტიფიცირებული მონაცემები | ჩვენ ვუზიარებთ თქვენს გენეტიკურ ინფორმაციას მკვლევარ პარტნიორებს მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენ მოგვაწოდებთ თქვენს პირდაპირ თანხმობას ამის გაკეთებაზე ჩვენი კვლევაზე ინფორმირებული თანხმობის საშუალებით. თუ არ ეთანხმებით კვლევაზე ინფორმირებულ თანხმობას, თქვენი მონაცემები არ იქნება შეტანილი მონაცემებში, რომლებიც გაზიარდება მესამე მხარის მკვლევრებთან. ნებისმიერი ასეთი არასაიდენტიპიკაციო გენერიკური და ფენოტიპური ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვუზიარებთ მესამე მხარეს კვლევის მიზნებისთვის, ხორციელდება ფედერალური რეგულაციების კოდექსის 45-ე მუხლის 46 ნაწილის შესაბამისად (დაწყებული 46.101 პუნქტით). კვლევის პარტნიორები მოიცავს კომერციულ ან არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც ატარებენ ან მხარს უჭერენ სამეცნიერო კვლევებს, თერაპიული საშუალებების, სამედიცინო მოწყობილობების ან მასთან დაკავშირებული მასალის შემუშავებას ჯანმრთელობის მდგომარეობის სამკურნალოდ, დიაგნოსტიკის ან პროგნოზირებისთვის. ზოგიერთ შემთხვევაში, კვლევის პარტნიორს ან Ancestry-ის შეიძლება ჰქონდეს ფინანსური ინტერესი კვლევის მოწყობაში. ჩვენი კვლევის პარტნიორების სია შეგიძლიათ იხილოთ აქ. |
სამართალდამცავი ორგანოები | Ancestry ნებაყოფლობით არ აწვდის რაიმე სახის მონაცემებს სამთავრობო ან სასამართლო ორგანოებს ან სამართალდამცავ ორგანოებს. ჩვენი მომხმარებლების კანონის გათვალისწინებული მაქსიმალური დაცვის უზრუნველსაყოფად, ჩვენ მოვთხოვთ ყველა სამთავრობო უწყებას, რომლებიც ეძებენ წვდომას Ancestry-ის მომხმარებელთა მონაცემებზე, რომ მიჰყვენ ვალიდურ სასამართლო პროცესს. ჩვენ არ ვაძლევთ სამართალდამცავებს უფლებას, გამოიყენონ სერვისები დანაშაულების გამოსაძიებლად ან ადამიანის ნაშთების იდენტიფიცირებისთვის. თუ ჩვენ იძულებულნი ვიქნებით გავუმჟღავნოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ წინასწარ მოგაწოდოთ შეტყობინება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონით გვაქვს აკრძალული ამის გაკეთება. Ancestry აწარმოებს გამჭვირვალობის ანგარიშს, სადაც ჩვენს ყველა ვებგვერდზე ჩვენ ჩამოვთვლით სამართალდამცავი ორგანოების მოქმედი მოთხოვნების რაოდენობას მომხმარებლის მონაცემებისთვის. |
სხვა სამართლებრივი ან მარეგულირებელი პროცესი | ჩვენ შეიძლება გავაზიაროთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია, თუ მიგვაჩნია, რომ ეს გონივრულ ფარგლებში აუცილებელია:
|
თუ Ancestry შეძენილია | თუ Ancestry ან მისი ბიზნესი შეძენილი ან გადაცემულია (მათ შორის, გაკოტრების ან მსგავს პროცედურებთან დაკავშირებით), ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია შემძენს ან მიმღებ სუბიექტს. წინამდებარე კონფიდენციალურობის დებულებაში მოცემული დაპირებები კვლავ გავრცელდება თქვენს პერსონალურ ინფორმაციაზე, რომელიც გადაეცემა ახალ სუბიექტს. |
აგრეგირებული მონაცემები | Ancestry-მ შეიძლება გაამჟღავნოს მომხმარებლის ინფორმაცია აგრეგირებული, არაიდენტიფიცირებადი ფორმით, როგორც სერვისების ან ჩვენი მარკეტინგის ნაწილი, ან ჩვენ ან ჩვენი კვლევითი პარტნიორების მიერ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებში. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია აღვნიშნოთ შტატში იმიგრანტების პროცენტი, რომლებიც არიან კონკრეტული გეოგრაფიული რეგიონიდან ან ქვეყნიდან. ასეთი გამჟავნება არასდროს მიოცავს პერსონალურ ინფორმაციას და ჩვენ არ მოვახდენთ მის ხელახალ იდენტიფიცირებას. |
8. თქვენი უფლებები და არჩევანი თქვენს პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით
ყველა მომხმარებელს (როგორც ეს განსაზღვრულია წესებსა და პირობებში) შეუძლია გამოიყენოს ჩვენი ონლაინ ინსტრუმენტები, რომ 1) მოითხოვოს ანგარიში, თუ რა პერსონალური ინფორმაცია მოგვაწოდეს, 2) ჩამოტვირთოს მათი დნმ-ის მონაცემების ასლი ან ჩამოტვირთოს მათი გენეალოგიური ხეების ასლი, და 3) წაშალოს მათი გენეალოგიური ხეები, AncestryDNA-ის ტესტის შედეგები ან ანგარიში.
გარდა ამისა, მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის ზოგიერთი კანონი, როგორიცაა EUEEA-ს GDPR, დიდი ბრიტანეთის GDPR და ბრაზილიის LGPD, ადამიანებს ანიჭებს კონკრეტულ უფლებებს მათ პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით. მაგალითად:
წვდომის/ცოდნის უფლება. თქვენ შეიძლება გქონდეთ უფლება მოითხოვოთ წვდომა თქვენს პერსონალურ ინფორმაციაზე და მოგაწოდოთ გარკვეული ინფორმაციის ასლი, თქვენი პერსონალური ინფორმაციის კატეგორიების ჩათვლით, რომლებსაც ვაგროვებთ და ვამჟღავნებთ. ასეთი ასლის მოთხოვნის მიზნით, მიჰყევით ამ დაწვრილებით ინსტრუქციებს. თუ გსურთ თქვენი დნმ-ის მონაცემების ასლი, მიჰყევით ამ დეტალურ ინსტრუქციებს. თუ გსურთ თქვენი გენეალოგიური ხეების ასლი, მიჰყევით ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქციებს.
ჩასწორების/კორექციის უფლება. თქვენ შეიძლება გქონდეთ უფლება მოითხოვოთ, რომ ჩავასწოროთ ან შევასწოროთ თქვენ შესახებ არსებული არაზუსტი პერსონალური ინფორმაცია.
განადგურების/წაშლის უფლება. თქვენ გაქვთ უფლება, გარკვეულ შემთხვევებში, მოითხოვოთ, რომ წავშალოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია, იმ პირობით, რომ არსებობს ამის რეალური საფუძველი და ექვემდებარება მოქმედ კანონმდებლობას. იხილეთ მე-10 ნაწილი ინფორმაციისთვის, თუ როგორ უნდა წაშალოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია.
შედავების უფლება. თქვენ გაქვთ შედავების უფლება, ჩვენი ლეგიტიმური ინტერესების დამუშავების აქტივობები, როდესაც ასეთი ქმედებები გავლენას ახდენს თქვენს, როგორც პიზიკური პირის უფლებებსა და თავისუფლებებზე. ასევე, როდესაც თქვენ ეთანხმებით პერსონალური ინფორმაციის დამუშავებას განსაზღვრული მიზნით, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გააუქმოთ თქვენი თანხმობა ისე, რომ გავლენა არ მოახდინოთ დამუშავების კანონიერებაზე, რომელიც ეფუძნება თანხმობას მის შეწყვეტამდე. ჩვენ შევაჩერებთ მონაცემების შემდგომ დამუშავებას ამ მიზნით.
შეზღუდვის უფლება. თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ შეზღუდვა ჩვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაზე, მაგალითად, როდესაც ფიქრობთ, რომ დამუშავება ეფუძნება არაზუსტ მონაცემებს ან დამშავდა არა კანონიერი გზით.
მონაცემთა პორტაბელურობის უფლება. თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის გარკვეული ფორმატი, რომელიც შეიძლება გადაეცეს მონაცემთა სხვა მაკონტროლებელს.
საჩივრის წარდგენის უფლება. თქვენ უფლება გაქვთ საჩივრით მიმართოთ ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიას (საჩივრების განხილვა, გამოძიება და აღსრულება ფიზიკური პირებისთვის | მონაცემთა დაცვის კომისარი) ან ნებისმიერი სხვა კომპეტენტური საზედამხედველო ორგანო ბინადრობის ქვეყანაში.
თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს უფლებები ქვემოთ აღწერილი ინსტრუმენტების გამოყენებით ან Ancestry-თანდაკავშირებით. ამ ინფორმაციაზე წვდომის დეტალები და ვარიანტები მოცემულია ნაწილში 15.
ტიპები | ვარიანტები |
---|---|
Ancestry | თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეხვიდეთ და განაახლოთ პერსონალური ინფორმაცია (როგორიცაა თქვენი ელფოსტის მისამართი, მომხმარებლის სახელი, პროფილის ინფორმაცია და ა.შ.), რომელსაც აწვდით Ancestry-ს კონფიდენციალურობის პარამეტრების შემდეგ ნაწილებში: იმის გასაგებად, თუ როგორ მართოთ კონფიდენციალურობის დაცვის პარამეტრები ნებისმიერი გენეალოგიური ხისთვის, რომლებიც შექმენით Ancestry-ზე, ეწვიეთ თქვენს გენეალოგიური ხის პარამეტრებს ან დააჭირეთ აქ. |
დაკავშირებული ბრენდები | Ancestry ცდილობს გაგიადვილოთ სერვისებში თქვენი კონფიდენციალურობის მართვა. თქვენ შეგიძლიათ მართოთ თქვენი კონფიდენციალურობის პარამეტრები ჩვენი დაკავშირებული ბრენდებისთვის აქ. |
მობილურის აპლიკაციები | თქვენ ასევე შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი ინფორმაცია ჩვენს მობილურ აპლიკაციებში არსებული პარამეტრების გამოყენებით, როგორიცაა Ancestry და Find a Grave აპლიკაციები. |
რეკლამა | ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს და თვალყურის დევნის მსგავს ტექნოლოგიებს და ინტეგრაციას მესამე მხარის მარკეტინგისა და სარეკლამო პარტნიორებთან, რათა შევაგროვოთ მონაცემები თქვენი ინტერესების ან ქცევების შესახებ, რათა მოგაწოდოთ სამიზნე რეკლამები. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი პარამეტრები, როგორც ეს აღწერილია ჩვენს ქუქი-ფაილების პოლიტიკაში. ინფორმაციისთვის „არ ადევნოთ თვალყური”, იხილეთ ჩვენი ქუქი-ფაილების პოლიტიკა. |
გენეალოგიური ხის ინფორმაციის ჩამოტვირთვა | Ancestry გაძლევთ საშუალებას ჩამოტვირთოთ თქვენი გენეალოგიური ხის ინფორმაცია სტანდარტული GEDCOM-ის გენეალოგიური ხის ფაილის ფორმატში თქვენს გენეალოგიური ხის პარამეტრებში. თუ როგორ, გაიგეთ აქ. |
დნმ-ის მონაცემების ჩამოტვირთვა | თქვენ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ფაილი თქვენი დნმ-ის მონაცემებით. თუ ჩამოტვირთავთ თქვენს დნმ-ის მონაცემებს, ამას გააკეთებთ თქვენი რისკის ქვეშ. დამატებითი ინფორმაციისთვის იმის შესახებ, თუ რა შედის თქვენს დნმ-ის მონაცემთა ჩამოტვირთვაში, გადადით აქ. |
9. როგორია ჩვენი შენახვის პრაქტიკა?
Ancestry-ის სერვისები ფუნდამენტურად ეფუძნება მოსაზრებას, რომ პირადი მოგზაურობა საკუთარი თავის აღმოჩენისკენ არ წარმოადგენს ერთჯერად მოვლენას და გრძელდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში - შესაძლოა მთელი სიცოცხლე. გარდა ამისა, და განსაკუთრებით ჩვენს გამომწერებთან და დნმ-ის მომხმარებლებთან მიმართებაში, რომლებიც იხდიან საფასურს ან ყიდულობენ გამოწერებს, ისტორიულ ჩანაწერთა და დნმ-ის მახასიათებლების ჩვენი კოლექციების მუდმივი შევსება დროთა განმავლობაში აძლევს ჩვენს მომხმარებლებს უპირატესობას და ანალიტიკურ სურათს. შედეგად, ჩვენი შენახვის პრაქტიკა ასახავს ამ მუდმივ მნიშვნელობას ჩვენს სისტემაში მომხმარებლის ანგარიშების შენარჩუნებით, სანამ ჩვენი მომხმარებლები არ შეგვატყობინებენ თავიანთი მონაცემების წაშლის ან მათი ანგარიშების დახურვის სურვილის შესახებ.
ინფორმაციის კატეგორია | შენარჩუნების პერიოდი |
---|---|
ანგარიში და პროფილი | Ancestry შეინარჩუნებს თქვენს მიერ მოწოდებულ პერსონალურ ინფორმაციას თქვენი ანგარიშისა და პროფილის შექმნისას მანამ, სანამ არ წაშლით თქვენს ანგარიშს. |
გენეალოგური ხე | გენეალოგური ხეების მრავალი თაობის მნიშვნელობის გამო, Ancestry შეინარჩუნებს თქვენი გენეალოგიური ხის მონაცემებს, რათა მოგაწოდოთ უწყვეტი წვდომა, განახლებული ფუნქციები და თქვენი გენეალოგიური ხის გაძლიერების შესაძლებლობა. თქვენი გენეალოგიური ხის მონაცემები ინახება მანამ, სანამ არ წაშლით გენეალოგიურ ხეს ან თქვენს ანგარიშს. |
დნმ | Ancestry ინახავს თქვენს დნმ-ის მონაცემებს, რათა მოგაწოდოთ თქვენ მიერ შეძენილი (ან თქვენთვის ნაჩუქარი) მახასიათებლები და ფუნქციები, მათ შორის, მუდმივად განახლებული ფუნქციები, როგორიცაა დნმ-ის შესატყვისები, ეთნიკური კუთვნილების მზარდად დეტალიზებული შეფასებები და გაუმჯობესებული რეგიონები და საზოგადოებები, ასევე ახალი სხვა ფუნქციები, რომლებიც დაფუძნებულია თქვენი დნმ-ის მონაცემებზე. თქვენი დნმ-ის მონაცემები ინახება, სანამ არ წაშლით AncestryDNA ტესტის შედეგებს ან თქვენს ანგარიშს. თუ თქვენ იყავით AncestryHealth-ის მომხმარებელი, ჩვენი AncestryHealth-ის ლაბორატორიის პარტნიორები ვალდებულნი არიან შეინარჩუნონ თქვენი დნმ-ის მონაცემები და ტესტის შედეგი მინიმუმ შვიდი წლის განმავლობაში, ან როგორც ამას მოითხოვს სახელმწიფო კანონი და კლინიკური ლაბორატორიის გაუმჯობესების კანონი (CLIA) და სახელმძღვანელო მითითებები, რომლებიც ეხება ამერიკელ პათოლოგთა კოლეჯის (CAP) სერტიფიცირებულ ლაბორატორიებს. |
დაკავშირებული ბრენდები | ზოგიერთ ჩვენს დაკავშირებულ ბრენდს (AncestryDNA, Fold3, Forces War Records, Newspapers.com™,Archives, We Remember, and Find a Grave) აქვს სისტემაში შესასვლელი საკუთარი ანგარიში და შეინახავს ანგარიშის და პროფილის შექმნისას მოწოდებულ პერსონალურ ინფორმაციას, საჭიროებისამებრ, რათა მოგაწოდოთ უწყვეტი და განახლებული სერვისები მანამ, სანამ არ მოგვთხოვთ მის წაშლას. |
გამოყენების ინფორმაცია | ჩვენ ვინახავთ გამოყენების ინფორმაციას (მაგ., ვებგვერდების მონახულება) დეპერსონალიზებული ან გაერთიანებული ფორმით. გაერთიანების შემდეგ, ეს ინფორმაცია აღარ იქნება პერსონალური და არ დაექვემდებარება მომხმარებლის მოთხოვნას წაშლის შესახებ. |
10. როგორ წავშალო ჩემი პერსონალური ინფორმაცია?
თქვენ შეგიძლიათ წაშალოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია Ancestry-დან ნებისმიერ დროს.
ინფორმაციის კატეგორია | როგორ წაშალოთ |
---|---|
პირადი ინფორმაცია | თქვენ შეგიძლიათ წაშალოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია Ancestry-დან ამ ინსტრუქციების შესაბამისად. თუ თქვენ გაუზიარეთ ინფორმაცია სხვა მომხმარებლებს, (მაგალითად, თქვენი საგვარეულო ხეების გასაჯაროებით ან თქვენი დნმ-ის შედეგების პირდაპირ სხვა მომხმარებლებთან გაზიარებით), Ancestry ვერ შეძლებს წაშალოს ინფორმაციის ნებისმიერი ასლი, რომელიც შეიძლება სხვა მომხმარებლებმა შეინარჩუნონ, რაც შეიძლება წაიშალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაუკავშირდებით სხვა მომხმარებელს და სთხოვთ მათ წაშლას. გთხოვთ, გაუგზავნოთ მოთხოვნა, დაკავშირებული საარქივო ჩანაწერებიდან ინფორმაციის წაშლის შესახებ, პასუხისმგებელ საარქივო უწყებას. ჩვენ განვიხილავთ მოთხოვნებს პერსონალური ინფორმაციის წაშლის შესახებ ჩვენ მიერ შენახული ჩანაწერების საძიებო ინდექსებიდან ინდივიდუალურ საფუძველზე, კანონის შესაბამისად. Ancestry-ის მიერ დამუშავებული პერსონალური მონაცემების ინფორმაციის მისაღებად, რომელიც ეხება მას, ვინც არ წარმოადგენს Ancestry-ის მომხმარებლებს, გთხოვთ, დააწკაპუნოთ აქ. |
გენეტიკური | თუ მოითხოვთ, რომ Ancestry-მ წაშალოს თქვენი დნმ-ის მონაცემები, ჩვენ წაშლით ყველა გენეტიკურ ინფორმაციას, მათ შორის ნებისმიერ წარმოებულ გენეტიკურ ინფორმაციას (ეთნიკური წარმომავლობის შეფასება, გენეტიკურ ნათესავთა დამთხვევები და ა.შ.) ჩვენი წარმოების, შემუშავების, ანალიტიკისა და საკვლევი სისტემებიდან 30 დღის განმავლობაში. თქვენი ბიოლოგიური ნიმუშების განადგურების მოთხოვნით, თქვენ უნდა დაუკავშირდეთ წევრების სერვისებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ თქვენ ეთანხმებით ჩვენს ინფორმირებულ თანხმობას კვლევაზე, ჩვენ ვერ შევძლებთ თქვენი გენეტიკური ინფორმაციის წაშლას აქტიური ან დასრულებული კვლევითი პროექტებიდან, თუმცა არ გამოვიყენებთ მას რაიმე ახალი კვლევითი პროექტისთვის. |
ზოგადი | გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შეიძლება იყოს გარკვეული შეფერხება თქვენი პერსონალური ინფორმაციის ჩვენი სარეზერვო სისტემებიდან წაშლისას მას შემდეგ, რაც ის წაიშლება ჩვენი წარმოების, შემუშავების, ანალიტიკისა და კვლევის სისტემებიდან. ასევე, ჩვენმა ლაბორატორიულმა პარტნიორებმა შეიძლება შეინახონ ინფორმაცია, რომელიც მათ მიიღეს ჩვენგან, რათა დაიცვან კანონები ან რეგულაციები, რომლებმაც შეიძლება მოსთხოვონ მათ ამის გაკეთება, როგორიცაა კლინიკური ლაბორატორიის გაუმჯობესების ცვლილებების რეგულაციები, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია. Ancestry-ს ასევე შეუძლია შეინახოს გარკვეული ინფორმაცია, როგორც ეს გონივრულად აუცილებელია ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად (მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნების ჩათვლით), დავების გადასაწყვეტად, უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, თაღლითობისა და ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად, ასევე, საგადასახადო, გადახდის ინდუსტრიის, ფასიანი ქაღალდების და კლინიკური მარეგულირებელი. მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. |
დაკავშირებული ბრენდები | ჩვენი მონათესავე ბრენდებიდან ინფორმაციის წასაშლელად (Fold3, Forces War Records, Newspapers.com™,Archives, We Remember, and Find a Grave), ყოველთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შესაბამისი ბრენდის მეშვეობით და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის წაშლა ამ სერვისიდან. ზოგიერთ სერვისს შეიძლება ასევე ჰქონდეს ონლაინ მოთხოვნის ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ამ სერვისის ანგარიშის პარამეტრების მენიუდან და შესაძლებელია ათვალიერებააქ. |
Ancestry ინარჩუნებს ინფორმაციის უსაფრთხოების ყოვლისმომცველ პროგრამას, რომელიც შექმნილია ჩვენი მომხმარებლების პერსონალური ინფორმაციის დასაცავად ადმინისტრაციული, ფიზიკური და ტექნიკური გარანტიების გამოყენებით.
გამოყენებული უსაფრთხოების სპეციფიკური ზომები ეფუძნება შეგროვებული პერსონალური ინფორმაციის სენსიტიურობას. ჩვენ დანერგილი გვაქვს ზომები, რათა დავიცვათ ჩვენი კონტროლის ქვეშ არსებული პერსონალური ინფორმაცია (მათ შორის გენეტიკური ინფორმაციის ჩათვლით) არასათანადო წვდომის, დაკარგვის, ბოროტად გამოყენებისა ან ცვლილებისგან.
Ancestry-ის უსაფრთხოების გუნდი რეგულარულად განიხილავს ჩვენს უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის მეთოდებს და აძლიერებს მათ საჭიროებისამებრ, რათა უზრუნველყოს ჩვენი სისტემებისა და თქვენი პერსონალური ინფორმაციის მთლიანობა.
ჩვენ ვიყენებთ უსაფრთხო სერვერის პროგრამულ უზრუნველყოფას პერსონალური ინფორმაციის დასაშიფრად (მათ შორის გენეტიკური ინფორმაციის ჩათვლით) და ვთანამშრომლობთ მხოლოდ იმ უსაფრთხოების კომპანიებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ და იცავენ ჩვენს უსაფრთხოების სტანდარტებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ არ მოხდება მონაცემების დაკარგვა, ბოროტად გამოყენება ან შეცვლა, ჩვენ ვიყენებთ შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს ამის თავიდან ასაცილებლად.
თქვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ ძლიერი პაროლების საშუალებით დაიცვათ თქვენი პერსონალური ინფორმაცია არასანქცირებული წვდომისგან და საკუთარი კომპიუტერის ან მოწყობილობის არასანქცირებული გამოყენებისგან დაცვის გზით.
12. მონაცემთა საერთაშორისო გადაცემები
ჩვენ წარმოვადგენთ გლობალურ ბიზნესს და შეიძლება გადავცეთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია თქვენი ქვეყნის გარდა სხვა ქვეყნებს, მათ შორის შეერთებულ შტატებს, ირლანდიას, გაერთანებულ სამეფოს და საფრანგეთს. ქვეყნებმა, რომლებიც იმყოფებიან EEA-ს ფარგლებს გარეთ, შვეიცარიაში ან გაერთიანებულ სამეფოში, შეიძლება არ შემოგთავაზონ მონაცემთა დაცვის იგივე დონე, როგორც თქვენს სამშობლოში. როდესაც ჩვენ გადავცემთ თქვენს პერსონალურ და გენეტიკურ ინფორმაციას ირლანდიაში დაფუძნებულ Ancestry-ის კომპანიასა და აშშ-ში დაფუძნებულ Ancestry-ის კომპანიებს შეერთებულ შტატებში მათ დასამუშავებლად, ჩვენ ვეყრდნობით გადაცემის ჩამოყალიბებულ მექანიზმებს, როგორიცაა სტანდარტული სახელშეკრულებო დებულებები.
13. ამ კონფიდენციალურობის დებულებაში შესული ცვლილებები
ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ დროს შევცვალოთ წინამდებარე კონფიდენციალურობის დებულება, მაგრამ ჩვენ მოგაწვდით წინასწარ შეტყობინებას ამ კონფიდენციალურობის დებულებაში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილების შესვლის შესახებ, კერძოდ, შეტყობინების გამოქვეყნებით სერვისებში, ჩვენს ვებგვერდებზე, ან გამოგიგზავნით ელფოსტას, რათა მოგცეთ საშუალება გადახედოთ ცვლილებებს და აირჩიოთ, გააგრძელოთ თუ არა სერვისების გამოყენება.
ჩვენ ასევე შეგატყობინებთ ამ კონფიდენციალურობის დებულებაში შესული არაარსებითი ცვლილებების შესახებ მათი ძალაში შესვლის თარიღიდან, სერვისებში განცხადების გამოქვეყნების გზით, ჩვენს ვებგვერდებზე ან ელფოსტის გამოგზავნით.
თუ რაიმე ცვლილებას ეწინააღმდეგებით, შეგიძლიათ წაშალოთ თქვენი ანგარიში, როგორც ეს აღწერილია მე-10 ნაწილში.
14. ევროკავშირის რეზიდენტების პერსონალური ინფორმაციის დამუშავების შესახებ არსებული ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის სამართლებრივი საფუძვლები
ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობის მიხედვით, ჩვენ ვალდებულნი ვართ, განვსაზღვროთ მიზნები, რისთვისაც ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას და სამართლებრივი საფუძვლები, რომლებსაც ვეყრდნობით ასეთ დროს. Ancestry ეყრდნობა რიგ იურიდიულ საფუძველს თქვენი პერსონალური ინფორმაციისა და გენეტიკური ინფორმაციის შესაგროვებლად და დასამუშავებლად. ჩვენი იურიდიული საფუძვლების დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აქ.
15. მონაცემთა მაკონტროლებლის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო მონაცემები
შეერთებულ შტატებში არსებული მომხმარებლები
თუ თქვენ ცხოვრობთ შეერთებულ შტატებში, Ancestry.com Operations, L.P., Ancestry.com Operations Inc., and Ancestry.com DNA, LLC არიან პასუხისმგებელი თქვენი მონაცემების გამოყენებაზე და თქვენს პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ მოთხოვნაზე პასუხის გაცემაზე.
ელფოსტა | საფოსტო მისამართი | |
---|---|---|
შეერთებულ შტატებში არსებული მომხმარებლებისთვის | [email protected] | Ancestry.com Operations, L.P. ყურადღება: კონფიდენციალურობის დაცვის ოფისი 153 Townsend Street, Suite 800 San Francisco, CA 94107 |
აშშ სახელმწიფოს კონფიდენციალურობის მოთხოვნები | [email protected] | არ არის |
კალიფორნიის უფლებამოსილი აგენტის მხარდაჭერა | [email protected] | არ არის |
შეერთებული შტატების ფარგლებ გარეთ არსებული მომხმარებლები
თუ თქვენ ცხოვრობთ შეერთებული შტატების ფარგლებ გარეთ, Ancestry Ireland Unlimited Company წარმოადგენს თქვენს მონაცემთა მაკონტროლებელს.
შეერთებული შტატების ფარგლებ გარეთ არსებულ მომხმარებლებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიას ან თქვენს ადგილობრივ მონაცემთა დაცვის ორგანოს.
ელფოსტა | საფოსტო მისამართი | |
---|---|---|
შეერთებული შტატების ფარგლებ გარეთ არსებული მომხმარებლებისთვის | [email protected] | Ancestry Ireland Unlimited Company ვის: კონფიდენციალურობის დაცვის ოფისი 52-55 Sir John Rogerson 's Quay Dublin D02 NA07 Ireland [ირლანდია] |
Ancestry-ის მომხმარებლებისთვის. ჩვენთან დაკავშირების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის დააწკაპუნეთ აქ, ან გააგზავნეთ შეკითხვები ჩატის მეშვეობით.
სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნები. სამართალდამცავი ორგანოებიდან ინფორმაციის მოთხოვნა უნდა შეესაბამებოდეს Ancestry-ის სამართალდამცავებთან ურთიერთობის სახელმძღვანელო მითითებებს.
16. აშშ-ის მცხოვრების კონფიდენციალურობის დამატებითი დებულება
Ancestry გვაწვდის ამ აშშ-ის რეზიდენტის კონფიდენციალურობის დამატებით დებულებას („აშშ-ს დებულება“), რომელიც ვრცელდება მხოლოდ კალიფორნიის, კოლორადოს, კონექტიკუტის, იუტას, ვირჯინიის და აშშ-ს სხვა მცხოვრებთათვის, როგორც ჩვენი კონფიდენციალურობის დებულების დამატებას, რათა მოგაწოდოთ ინფორმაცია, თუ როგორ შეგიძლიათ ისარგებლოთ თქვენი უფლებებით კალიფორნიის მომხმარებელთა კონფიდენციალურობის დაცვის აქტის 2018 („CCPA“), კოლორადოს კონფიდენციალურობის კანონის („CPA“), კონექტიკუტის მონაცემთა კონფიდენციალურობის კანონის („CTDPA“) და ვირჯინიის მომხმარებელთა მონაცემთა დაცვის კანონის („VCDPA“) საფუძველზე. ეს აშშ-ის წინამდებარე დებულება მოიცავს Ancestry-ის ყველა ვებგვერდს, სერვისს და მობილურ აპლიკაციას, რომლებიც უკავშირდება აშშ-ს დებულებას, მათ შორის: Ancestry, AncestryDNA, Fold3, Forces War Records, Newspapers.com™, Archives, We Remember, and Find a Grave ((მთელ დოკუმენტში ერთობლივად მოიხსენიება, როგორც „Ancestry”, „ჩვენ” ან „ჩვენი”). ეს ეხება პერსონალურ ინფორმაციას (განსაზღვრულა ზემოთ), რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ თქვენ მიერ ჩვენი სერვისების გამოყენების გზით და ნებისმიერი სხვა საშუალებით, რომლითაც თქვენ თანამშრომლობთ ჩვენთან.
16.1 პერსონალური ინფორმაციის კატეგორიები
Ancestry აგროვებს და აშშ-ს წინამდებარე დებულების ძალაში შესვლამდე 12 თვის განმავლობაში შეაგროვა, შემდეგი კატეგორიის პერსონალური ინფორმაცია:
- იდენტიფიკატორები, როგორიცაა სახელი, გვარი, საფოსტო მისამართი, უნიკალური პერსონალური იდენტიფიკატორი, ონლაინ იდენტიფიკატორი, IP მისამართი, თქვენი მობილური მოწყობილობის იდენტიფიკატორი, ელფოსტის მისამართი, ანგარიშის სახელი, მართვის მოწმობა.
- პერსონალური ინფორმაციის კატეგორიები, რომლებიც აღწერილია 1798.80 პარაგრაფის (ე) ქვეპუნქტში, რომლებსაც არ ფარავს არსებული კატეგორიები (ფიზიკური მახასიათებლები ან აღწერილობები).
- დაცული კლასიფიკაციის მახასიათებლები შტატის ან ფედერალური მოქმედი კანონის მიხედვით, როგორიცაა დაბადებისას მინიჭებული სქესი და დაბადების წელი. ის ასევე მოიცავს თქვენს მასალას (როგორც განსაზღვრულია ჩვენს წესებში და პირობებში), რომელსაც ირჩევთ ჩვენთან გასამჟღავნებლად და რომელიც ითვლება სამართლებრივად დაცულ კლასად, შესაბამისი სახელმწიფო ან ფედერალური კანონით.
- კომერციული ინფორმაცია, პროდუქტები ან მომსახურებები, რომლებიც შეძენილია, მოპოვებულია ან განხილულია ან სხვა შესყიდვების ან მოხმარების ისტორიები ან ტენდენციები.
- ინტერნეტის გამოყენების ინფორმაცია, როგორიცაა ბრაუზერში დათვალიერების თქვენი ისტორია, ძიების ისტორია და ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდებთან და რეკლამებთან თქვენი ურთიერთქმედების შესახებ.
- გეოლოკაციის მონაცემები, როგორიცაა თქვენი მოწყობილობის ან კომპიუტერის ადგილმდებარეობა და ნებისმიერი მეტამონაცემები, რომლებიც დაკავშირებულია Find a Grave-ზე ატვირთულ ციფრულ ფოტოებთან, მათ შორის, ფოტოს გადაღების ადგილმდებარეობა, თარიღი და დრო.
- სენსორული სისტემიდან მიღებული მონაცემები, როგორიცაა აუდიო, ელექტრონული და ვიზუალური ინფორმაცია (მაგ., აუდიო ან ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც ატვირთეთ, Ancestry-ის წევრ სერვისებთან ზარების ჩანაწერები ან ინფორმაცია, რომელსაც ნებაყოფლობით აზიარებთ ჩვენთან სამომხმარებლო ინფორმაციის კვლევის დროს).
- პერსონალური ინფორმაციიდან მიღებული დასკვნები , როგორიცაა ოჯახური ურთიერთობების შეთავაზება და მომხმარებლის პროფილების შექმნა კვლევის, პროდუქტის განვითარებისა და მარკეტინგის მიზნებისთვის.
- სენსიტიური პერსონალური ინფორმაცია, როგორიცაა მართვის მოწმობა, ანგარიშზე შესვლის ინფორმაცია, რასობრივი ან ეთნიკური წარმომავლობა და გენეტიკური მონაცემები, რომელიც დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იყენებთ სერვისებს. ჩვენ არ ვიყენებთ და არ ვამჟღავნებთ მგრძნობიარე პერსონალურ ინფორამციას თქვენ შესახებ მახასიათებლების დასადგენად, გარდა იმ დასკვნებისა, რომლებიც Ancestry-ს მომსახურების თანდაყოლილი ნაწილია, როგორიცაა თქვენი ეთნიკური კუთვნილების შეფასება, მახასიათებლები და Genetic Communities.
ზოგიერთი კატეგორიის ინფორმაცია გროვდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ იყენებთ ჩვენს ზოგიერთ სერვისს.
16.2 საქმიანი მიზნები
Ancestry იყენებს პერსონალური ინფორმაციის კატეგორიებს, რომლებიც აღწერილია პარაგრაფში 16.1 შემდეგი ბიზნეს მიზნებისთვის:
- Ancestry-ის სერვისების მიწოდება, პერსონალიზაცია, გაუმჯობესება, განახლება და გაფართოება;
- თქვენთან კომუნიკაცია სერვისების შესახებ;
- სერვისების უსაფრთხოებისა და მთლიანობის უზრუნველყოფაში დახმარება; და
- ახალი პროდუქტებისა და შეთავაზებების მარკეტინგი ჩვენგან ან ჩვენი ბიზნეს პარტნიორებისგან თქვენი ინტერესების შესაბამისად.
16.3 პერსონალური ინფორმაციის წყაროების კატეგორიები
Ancestry აგროვებს და კალიფორნიის წინამდებარე განცხადების ძალაში შესვლამდე 12 თვის განმავლობაში შეაგროვა პერსონალური ინფორმაციის კატეგორიები, რომლებიც აღწერილია პარაგრაში 16.1 შემდეგი კატეგორიის წყაროებიდან:
- თქვენ, ჩვენი მომხმარებელი/ვიზიტორი — პერსონალური ინფორმაციის წინამდებარე წყარო დამოკიდებულია თქვენ მიერ სერვისების გამოყენებაზე, მათ შორის მომხმარებლის მიერ მოწოდებული კონტენტის ჩათვლით (როგორც ეს განსაზღვრულია ჩვენს წესებსა და პირობებში);
- Ancestry-ის კომპანიები (განსაზღვრულია მე-7 ნაწილში);
- საჯარო ჩანაწერები;
- ისტორიული ჩანაწერები; და
- მესამე მხარეები.
16.4 პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება საქმიანი მიზნებისთვის
Ancestry ამჟღავნებს და აშშ-ს წინამდებარე დებულების ძალაში შესვლამდე 12 თვის განმავლობაში გაუმჟღავნა მესამე მხარის შემდეგ კატეგორიებს პერსონალური ინფორმაციის შესაბამისი კატეგორიები საქმიანი მიზნებისთვის:
მესამე მხარის კატეგორიები | პერსონალური ინფორმაციის კატეგორიები, რომლებსაც ვუმჟღავნებთ |
---|---|
Ancestry-ის სხვა მომხმარებლები (თუ თქვენ გააზიარეთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია Ancestry-ზე) |
|
Ancestry-ის კომპანიები |
|
სერვისის მომწოდებლები |
|
კვლევის პარტნიორები | იხილეთ კვლევაზე ინფორმირებული თანხმობა იმ ინფორმაციისთვის, თუ რა არის გამჟღავნებული კვლევის პარტნიორებთან, რომელიც მოიცავს შემდეგს:
|
სამართალდამცავი ან სხვა მარეგულირებელი ორგანოები | ჩვენ ნებაყოფლობით არ ვუმჟღავნებთ პერსონალურ ინფორმაციას სამართალდამცავ ან მარეგულირებელ ორგანოებს. ჩვენ ვითხოვთ ვალიდურ სასამართლო პროცესს, როგორც ეს აღწერილია მე-7 ნაწილში ზემოთ, სანამ რაიმე მონაცემს მივაწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს. ინფორმაციისთვის, თუ რა მონაცემები იქნა გამჟღავნებული, იხილეთ ჩვენი ორ წელიწადში ერთხელ გამჭვირვალობის ანგარიში. |
16.5 გამჟღავნების და რეკლამის პრეფერენციები
Ancestry აზიარებს და აშშ-ის წინამდებარე დებულების ძალაში შესვლამდე 12 თვის განმავლობაში გაუზიარა მესამე მხარის შემდეგ კატეგორიებს პერსონალური ინფორმაციის შესაბამისი კატეგორიები სამიზნე რეკლამისთვის:
მესამე მხარის კატეგორიები | პერსონალური ინფორმაციის კატეგორიები, რომლებსაც ვუმჟღავნებთ |
---|---|
მარკეტინგისა და რეკლამის პარტნიორები |
|
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს და თვალის დევნების ტექნოლოგიებს, რათა გავუმჟღავნოთ ინფორმაცია ჩვენი სერვისის პროვაიდერებსა და მესამე მხარის პარტნიორებს სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის რეკლამის გაზომვის, სამიზნე აუდიტორიის და რეკლამის მომსახურებისთვის, როგორც შემდგომ აღწერილია ამ კონფიდენციალურობის დებულებაში.
აშშ-ის ზოგიერთ იურისდიქციაში მოქმედი კანონების თანახმად, თქვენ გაქვთ უფლება უარი თქვათ თქვენი პერსონალური ინფორმაციის გაზიარებაზე ონლაინ სამიზნე სარეკლამო მიზნებისთვის. თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ მეტი ჩვენი პრაქტიკისა და კონტროლის შესახებ, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ, ან უარი თქვათ ამ ტიპის გაზიარებაზე, ამისთვის ეწვიეთ ჩვენს ქუქი-ფაილების პოლიტიკას. მიზნობრივი რეკლამის მიმართ თქვენი პრეფერენციების შესაცვლელად, ეწვიეთ ჩვენს გვერდს „არ გაყიდო და არ გააზიარო ჩემი პერსონალური ინფორმაცია“/„სამიზნე რეკლამაზე უარის თქმა“ ან ჩვენი ზოგიერთი ვებსაიტის ქვედა ნაწილში მოცემულ ბმულს „არ გაყიდო და არ გააზიარო ჩემი პერსონალური ინფორმაცია“. Ancestry არ ყიდის ან არ აზიარებს თქვენს პერსონალურ ინფორმაციას სხვა მიზნებისთვის.
ზოგიერთი ბრაუზერი ან დანამატი იყენებს კონფიდენციალურობის გლობალურ კონტროლს (GPC), რომლის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ შეიტყოთ ბმულზე https://globalprivacycontrol.org. თუ ჩვენი ვებსაიტი აღმოაჩენს GPC სიგნალს თქვენი მოწყობილობიდან, ჩვენ მას განვმარტავთ, როგორც თქვენი პერსონალური ინფორმაციის გაყიდვაზე ან გაზიარებაზე უარის თქმის მოთხოვნას და სამიზნე რეკლამაზე უარის თქმას. თუ თქვენ უარი თქვით მიზნობრივ რეკლამაზე GPC-ის მეშვეობით ან უარი თქვით პრეფერენციებზე „არ გაყიდო და არ გააზიარო ჩემი პერსონალური ინფორმაცია“/„სამიზნე რეკლამაზე უარის თქმა“, ჩვენ მაინც შეიძლება მოგაწოდოთ რეკლამა, რომელიც არ არის მორგებული თქვენი პერსონალურ ინფორმაციის საფუძველზე.
ეს უარის თქმა დამოკიდებულია ბრაუზერსა და მოწყობილობებზე. თუ Ancestry სერვისებთან ურთიერთობისას იყენებთ რამდენიმე მოწყობილობას, როგორიცაა სმარტფონი, ლეპტოპი ან პლანშეტი, თქვენ უნდა მიუთითოთ თქვენი თანხმობის ვარიანტები თითოეულ მოწყობილობაზე. თუ ქუქი-ჩანაწერებს ბრაუზერში არსებული ქეშიდან გაასუფთავებთ, წაიშლება თქვენი არჩევანი „არ გაყიდო და არ გააზიარო“ და მისი აღდგენა მოგიწევთ.
Ancestry არ ყიდის ან უზიარებს თქვენს გენეტიკურ ინფორმაციას მესამე მხარის მარკეტოლოგებს, სადაზღვევო კომპანიებს ან დამსაქმებლებს და ჩვენ არ გამოვიყენებთ თქვენს გენეტიკურ ინფორმაციას მარკეტინგისთვის ან პერსონალიზებული რეკლამისთვის თქვენი აშკარა თანხმობის გარეშე.
16.6 თქვენი უფლებების გამოყენება
16.6.1 უფლება იცოდეთ. თქვენ შეიძლება გქონდეთ უფლება მოითხოვოთ, რომ ჩვენ გაგიმჟღავნოთ, თუ რა პერსონალურ ინფორმაციას ვაგროვებთ, ვიყენებთ, გავამჟღავნებთ, ვაზიარებთ ან ვყიდით. ეს მოიცავს უფლებას მოითხოვოთ პერსონალური ინფორმაციის კატეგორიები, რომლებსაც ჩვენ ვაგროვებთ თქვენ შესახებ, პერსონალური ინფორმაციის წყაროების კატეგორიები, პერსონალური ინფორმაციის შეგროვების ბიზნეს მიზანი, პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება ან გაზიარება, მესამე მხარეების კატეგორიები, რომლებსაც ჩვენ ვუმჟღავნებთ ან ვაზიარებთ პერსონალური ინფორმაციის კატეგორიებს და პერსონალური ინფორმაციის კონკრეტული დეტალები, რომლებიც შევაგროვეთ თქვენ შესახებ.
თუ თქვენ აგზავნით მოთხოვნას, რომ თქვენი სახელით მიიღოთ ინფორმაცია, მაშინ არსებობს თქვენი მოთხოვნის განხორციელების ორი გზა: ონლაინ ან ელფოსტით.
Ancestry-ის შესახებ თქვენი მოთხოვნის გასაგზავნად ონლაინ, მიჰყევით ამ ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქციებს, თუ როგორ ჩამოტვირთოთ თქვენი ანგარიშის მონაცემები. ეს ანგარიში არ შეიცავს თქვენი დნმ-ის მონაცემების ან გენეალოგიური ხეების ასლს. თუ გსურთ თქვენი გენეალოგიური ხეების ასლი, მიჰყევით ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქციებს. თუ გსურთ თქვენი დნმ-ის მონაცემების ასლი, მიჰყევით ამ დეტალურ ინსტრუქციებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ ჩამოტვირთავთ თქვენს დნმ-ის მონაცემებს, ამას აკეთებთ თქვენი რისკის ქვეშ.
ჩვენთან დაკავშირებული ბრენდების შესახებ (AncestryDNA, Fold3, Forces War Records, Newspapers.com™,Archives, We Remember, and Find a Grave) თქვენი მოთხოვნის გასაგზავნად, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შესაბამისი ბრენდის საშუალებით და, ზოგიერთი სერვისისთვის, მათ ასევე შეიძლება ჰქონდეთ ონლაინ მოთხოვნის ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია ამ სერვისის ანგარიშის პარამეტრების მენიუდან (საკონტაქტო ინფორმაცია და ონლაინ მოთხოვნის ფორმის ბმული, მისი არსებობისას, ხელმისაწვდომია აქ).
ცოდნის შესახებ თქვენი მოთხოვნისთვის, გამოგვიგზავნეთ ელფოსტა მისამართზე usprivacyrequests@ancestry.com. ჩვენ ვალდებულნი ვართ გადავამოწმოთ თქვენი ვინაობა, სანამ მოგაწოდებთ თქვენი მონაცემების ასლს. ჩვენ მოგთხოვთ პირადობის დამადასტურებელი საბუთის და მიმდიანრე მისამართის წარმოდგენას (მაგ., შეიძლება მოგიწიოთ თქვენი მთავრობის მიერ გაცემული პირადობის მოწმობის ასლის წარმოდგენა, რომელიც გამოყენებული იქნება მხოლოდ თქვენი ვინაობისა და მისამართის დასადასტურებლად).
თუ თქვენ ხართ „ავტორიზებული აგენტი” CCPA/CPRA-ის შესაბამისად და აგზავნით მოთხოვნას ინფორმაციის მიღებაზე ჩვენი ერთ-ერთი მომხმარებლის სახელით, იხილეთ პუნქტი 16.6.3 ქვემოთ.
16.6.2 წაშლის უფლება.თქვენ შეიძლება გქონდეთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის წაშლა.
საკუთარი ინფორმაციის წაშლის მოთხოვნა შეგიძლიათ ონლაინ ან ელფოსტის მეშვეობით. თქვენი პერსონალური ინფორმაციის წასაშლელად, თქვენ უნდა წაშალოთ თქვენი ანგარიში და რომ ანგარიშის წაშლის მოთხოვნის დასრულების შემდეგ, ეს პროცესი შეუქცევადია. თქვენი ინფორმაცია (მათ შორის გენეალოგიური ხეები, ჩანაწერები, ფოტოები და დნმ მონაცემები) სამუდამოდ წაიშლება.
Ancestry-დან წაშლის შესახებ თქვენი მოთხოვნის ონლაინ გაგზავნისთვის მიჰყევით ამ დეტალურ ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა წაშალოთ თქვენი ანგარიში. ჩვენთან დაკავშირებული ბრენდებიდან წაშლის მოთხოვნის გასაგზავნად (AncestryDNA, Fold3, Forces War Records, Newspapers.com™,Archives, We Remember, and Find a Grave), თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შესაბამისი ბრენდის საშუალებით და, ზოგიერთი სერვისისთვის, მათ ასევე შეიძლება ჰქონდეთ ონლაინ მოთხოვნის ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია ამ სერვისის ანგარიშის პარამეტრების მენიუდან (საკონტაქტო ინფორმაცია და ონლაინ მოთხოვნის ფორმის ბმული, მისი არსებობისას, ხელმისაწვდომია აქ).
წაშლის შესახებ თქვენი მოთხოვნის ელფოსტით გამოსაგზავნად, გამოგვიგზავნეთ ელწერილი შემდეგ მისამართზე usprivacyrequests@ancestry.com. ჩვენ ვალდებულნი ვართ გადავამოწმოთ თქვენი ვინაობა, სანამ თქვენს მონაცემებს წავშლით. ჩვენ მოგთხოვთ პირადობის დამადასტურებელი საბუთის და მიმდიანრე მისამართის წარმოდგენას (მაგ., შეიძლება მოგიწიოთ თქვენი მთავრობის მიერ გაცემული პირადობის მოწმობის ასლის წარმოდგენა, რომელიც გამოყენებული იქნება მხოლოდ თქვენი ვინაობისა და მისამართის დასადასტურებლად).
თუ თქვენ ხართ „ავტორიზებული აგენტი” CCPA/CPRA-ის შესაბამისად და აგზავნით მოთხოვნას ინფორმაციის მიღებაზე ჩვენი ერთ-ერთი მომხმარებლის სახელით, იხილეთ პუნქტი 16.6.3 ქვემოთ.
16.6.3 ავტორიზებული აგენტები.შესაბამის იურისდიქციებში, აშშ-ის მცხოვრებთ შეუძლიათ გამოიყენონ „უფლებამოსილი აგენტები”, რათა გააგზავნონ მოთხოვნები ინფორმაციის მიღებაზე და მოითხოვონ წაშლა. უფლებამოსილი აგენტის გამოსაყენებლად, მოგვწერეთ ელ. წერილი შემდეგ მისამართზე [email protected]. გაითვალისწინეთ, რომ მაშინაც კი, თუ მოთხოვნის გასაკეთებლად აირჩევთ უფლებამოსილ აგენტს, თქვენ მაინც მოგიწევთ უშუალოდ ჩვენთან მუშაობა, რათა მოგვაწოდოთ:
- მომხმარებლის მიერ ხელმოწერილი ნებართვა, რომელიც უფლებამოსილ აგენტს უფლებას აძლევს იმოქმედოს მომხმარებლის სახელით.
- მომხმარებლის იდენტურობის დამოწმება (ხორციელდება მომხმარებლის მიერ უშუალოდ ჩვენთვის). ჩვენ დაგვჭირდება პირადობის დამადასტურებელი საბუთი და მისამართი (მაგ., თქვენი მთავრობის მიერ გაცემული პირადობის მოწმობის ასლი, რომელიც გამოყენებული იქნება მხოლოდ თქვენი ვინაობისა და მისამართის დასადასტურებლად).
ანგარიში მოგეწოდებათ თქვენ თქვენი Ancestry-ის ანგარიშის მეშვეობით. ანგარიში არ შეიცავს მომხმარებლის დნმ-ის მონაცემების ან გენეალოგიური ხეების ასლს. თუ თქვენ გსურთ მათი გენეალოგიური ხეების ან დნმ-ის მონაცემების ჩამოტვირთვა, იხილეთ პუნქტი 16.6.1.
16.6.4 აპელაციის უფლება. იმის მიხედვით, თუ სად ცხოვრობთ, თუ თქვენი მონაცემების გაცნობის ან წაშლის მოთხოვნა უარყოფილია, შეიძლება გქონდეთ გასაჩივრების უფლება. ამის გასაკეთებლად დაგვიკავშირდით მისამართზე [email protected].
16.6.5 შესწორების უფლება. თქვენ გაქვთ უფლება შეასწოროთ არაზუსტი პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ვფლობთ თქვენს შესახებ. ამის გასაკეთებლად ეწვიეთ ანგარიშის პარამეტრებს ან დაგვიკავშირდით მისამართზე [email protected].
16.7 გაყიდვა. სამიზნე რეკლამაზე უარის თქმისთვის იხილეთ პუნქტი 16.5.
16.8 სენსიტიური პერსონალური ინფორმაცია. ჩვენ ვამუშავებთ თქვენ შესახებ შეგროვებულ სენსიტიურ პერსონალურ ინფორმაციას მხოლოდ სერვისების უზრუნველსაყოფად, მათ შორისაა:
- მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების შენარჩუნება;
- სერვისების გაუმჯობესება;
- უსაფრთხოების ინციდენტების აღმოჩენა;
- შეწინააღმდეგება და სისხლისსამართლებრივი დევნა Ancestry-ის წინააღმდეგ მავნე, შეცდომაში შემყვან, თაღლითურ ან უკანონო ქმედებებზე;
- ანგარიშების წარმოება ან მომსახურება, მომხმარებელთა მომსახურების უზრუნველყოფა, შეკვეთების და ტრანზაქციების დამუშავება, კლიენტების ინფორმაციის დადასტურება, გადახდების დამუშავება, ანალიტიკური სერვისების მიწოდება და შენახვის უზრუნველყოფა.
ჩვენ ასევე შეიძლება დავამუშაოთ ეს სენსიტიური პერსონალური ინფორმაცია, საჭიროების მიხედვით, რათა დაგეხმაროთ ადამიანების ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
16.9 დისკრიმინაციის გამორიცხვა. ჩვენ არ მივმართავთ დისკრიმინაციას თქვენს წინააღმდეგ თქვენ მიერ რომელიმე უფლების გამოყენების გამო აშშ-ს კონფიდენციალურობის მოქმედი რეგულაციების შესაბამისად.
16.10 კალიფორნიის კანონი „შუქის მოფენა“. კალიფორნიის სამოქალაქო კოდექსის 1798.83 პარაგრაფი, რომელიც ცნობილია, როგორც კანონი „შუქის მოფენა”, საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, რომლებიც არიან კალიფორნიის რეზიდენტები, მოითხოვონ და მიიღონ ჩვენგან პერსონალური ინფორმაციის ის ჩამონათვალი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რაც გავუმხილეთ მესამე მხარეებს მათი პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის წინა კალენდარული წლის განმავლობაში და ამ მესამე მხარეების სახელები და მისამართები. მოთხოვნები შეიძლება გაკეთდეს წელიწადში მხოლოდ ერთხელ და უფასოა. 1798.83 პარაგრაფის მიხედვით, Ancestry ამჟამად არ უზიარებს პერსონალურ ინფორმაციას მესამე მხარეებს მათი პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის.
16.11 წლიური ანგარიშგება. დააწკაპუნეთ აქ , რომ ნახოთ ჩვენი ყოველწლიური, გლობალური "უფლება, რომ იცოდეთ"/სუბიექტის წვდომისა და წაშლის უფლება.
16.12 დაგვიკავშირდით. თუ თქვენ გაქვთ შეკითხვები აშშ-სთან დაკავშირებული კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან ან პრაქტიკასთან დაკავშირებით, დაგვიკავშირდით მისამართზე usprivacyrequests@ancestry.com.
16.13 შემამსუბუქებელი ქმედებები. სხვადასხვა ფედერალურმა, შტატის თუ ადგილობრივმა კანონებმა შეიძლება დაიცვას თქვენი პერსონალური ინფორმაცია.
კალიფორნიის მაცხოვრებლებმა, რომელთაც სურთ განაცხადონ კალიფორნიის გენეტიკური ინფორმაციის კონფიდენციალურობის შესახებ კანონის (GIPA) დარღვევის შესახებ, შეუძლიათ საჩივრით მიმართონ კალიფორნიის გენერალურ პროკურორს ან მათ საოლქო პროკურორს. 750 000-ზე მეტი მოსახლეობის მქონე ქალაქების მაცხოვრებლებს შეუძლიათ საჩივარი წარუდგინონ ქალაქის მოხელეს, ხოლო ქალაქების მცხოვრებლებს, რომლებსაც ჰყავთ სრულ განაკვეთზე მომუშავე ქალაქის პროკურორი, შეუძლიათ საჩივრის შეტანა ქალაქის პროკურორთან. თუ საჩივრის შეტანა გსურთ თქვენს საოლქო პროკურორთან, ქალაქის მოხელესთან ან ქალაქის პროკურორთან, დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით მათ ლოკალურ ოფისს. კალიფორნიის მაცხოვრებლებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მათი პერსონალური ინფორმაცია არასათანადოდ იქნა გამოყენებული , შეუძლიათ საჩივრით მიმართონ კალიფორნიის გენერალურ პროკურორს ან კალიფორნიის კონფიდენციალურობის დაცვის სააგენტოს (CPPA).
მინესოტას მაცხოვრებლებს, რომელთაც სურთ განაცხადონ მინესოტას გენეტიკური ინფორმაციის კონფიდენციალურობის აქტის (GIPA) დარღვევის შესახებ , შეუძლიათ შეიტანონ საჩივარი მინესოტას ვაჭრობის დეპარტამენტში, მინესოტას კანონის §45.027 შესაბამისად.
ვირჯინიის მაცხოვრებლებს, რომელთაც სურთ განაცხადონ ვირჯინიის კოდექსის 2023 წლის Ann. § 59.1-593- § 59.1-602 დარღვევის შესახებ (გენეტიკურ მონაცემთა კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით) შეუძლია საჩივრით მიმართონ ვირჯინიის გენერალურ პროკურორს.
სხვა შტატების მაცხოვრებლებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათი პერსონალური ინფორმაცია არასათანადოდ იქნა გამოყენებული, შეუძლიათ საჩივრით მიმართონ გენერალურ პროკურორს.
17. კონფიდენციალურობის დამატებითი დებულება ავსტრალიის მცხოვრებისთვის
თუ ავსტრალიის კონფიდენციალურობის კანონი 1988 (Cth) (კონფიდენციალურობის აქტი) ვრცელდება თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაზე, შემდეგი პუნქტები ასევე გამოიყენება.
გენეტიკური ინფორმაცია განიხილება „სენსიტიურ ინფორმაციად“, როგორც ეს მითითებულია კონფიდენციალურობის შესახებ კანონში. ჩვენ შევაგროვებთ, გამოვიყენებთ ან გავამჟღავნებთ თქვენს შესახებ სენსიტიურ ინფორმაციას მხოლოდ კანონით ნებადართულ შემთხვევებში, მაგალითად, როდესაც ჩვენ მივიღეთ თქვენი თანხმობა ამის გაკეთებაზე ან შეგროვება მოითხოვება ან კანონით არის დაშვებული.
ნაწილი 8 გამომდინარე (თქვენი უფლებები და არჩევანი თქვენს პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით), გაქვთ უფლება საჩივრით მიმართოთ თქვენს იურისდიქციაში არსებულ კონფიდენციალურობის ან მონაცემთა დაცვის შესაბამის მარეგულირებელ ორგანოს. თუმცა, თუ თქვენ გაქვთ კითხვები ან პრობლემა ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებით, ან თუ ფიქრობთ, რომ ჩვენ არ ვიცავთ ამ კონფიდენციალურობის დებულებას ან თქვენს იურისდიქციაში მოქმედ კონფიდენციალურობის დაცვის შესაბამის კანონს, მადლობელი ვიქნებით, თუ ჩვენ დაგვიკავშირდებით უპირველეს ყოვლისა ზემოთ მე-15 ნაწილში მოცემული რეკვიზიტების გამოყენებით. ჩვენ გამოვიძიებთ საჩივარს და განვსაზღვრავთ, რა ქმედებები უნდა განვახორციელოთ, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
18. კონფიდენციალურობის დამატებითი დებულება ავსტრალიის მცხოვრებისთვის
ეს ნაწილი ეხება იმ უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც დადგენილია 13.709/2018 – ბრაზილიის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციებით (" LGPD "), რომლებიც მოქმედებს, როდესაც:
- პერსონალური ინფორმაციის დამუშავების ოპერაცია ხდება ბრაზილიაში;
- თქვენ სთავაზობთ პროდუქტებსა და მომსახურებებს ბრაზილიაში; ან
- როდესაც პერსონალური ინფორმაცია გროვდება ბრაზილიაში.
კანონი მომხმარებლებს ანიჭებს გარკვეულ უფლებებს, როგორც ეს აღწერილია ნაწილში 8. გარდა უფლებებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ნაწილში 8, LGPD უზრუნველყოფს სხვა უფლებებს:
- ინფორმაცია იმ იურიდიული პირების შესახებ, რომლებთანაც მაკონტროლებელს გაზიარებული აქვს მონაცემები. თქვენ შეგიძლიათ სთხოვოთ Ancestry-ს, მოგაწოდონ ინფორმაცია პერსონალური ინფორმაციის მესამე პირებთან გაზიარებასთან დაკავშირებით;
- ზედმეტი, ჭარბი ან უკანონოდ დამუშავებული მონაცემების ანონიმიზაცია, დაბლოკვა ან წაშლა. ადეკვატურობისა და აუცილებლობის პრინციპებიდან გამომდინარე, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ, რომ Ancestry-მ მოახდინოს არასაჭირო, დაუსაბუთებელი ან უკანონოდ დამუშავებული პერსონალური ინფორმაციის ანონიმიზაცია, დაბლოვა ან წაშლა;
- თანხმობის გაუქმება. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ Ancestry-თვის მიცემული თანხმობის გაუქმება პერსონალური ინფორმაციის დამუშავების ნებისმიერ ეტაპზე; და
- შედავება დამუშავებაზე, თუ არასათანადოა. თქვენ შეგიძლიათ შეედავოთ პერსონალური ინფორმაციის არასათანადო დამუშავებას.
ამ უფლებებიდან რომელიმეს გამოსაყენებლად იხილეთ ნაწილი 8.